აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა პენტაგონის ბრიფინგზე გონება დაკარგა (ვიდეო)
აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ჯეიმს მარტინმა პენტაგონის ბიუჯეტის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე გონება დაკარგა. ამ პრესკონფერენციაზე ოფიცერი ჟურნალისტების საკმაოდ მწვავე კითხვებს პასუხობდა. გენერალი ჯეიმს მარტინი ვაშინგტონის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსანი ჯერ კიდევ ამ ღონისძიების დაწყებამდე თავს ცუდად გრძნობდა. ხოლო შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა რეპორტიორმა უახლესი ავიაგამანადგურებლის, F-35-ის დაფინანსების შესახებ კითხვა დასვა. წინასწარი ინფორმაციით, ჯეიმს მარტინმა გონება იმის გამო დაკარგა, რომ მას წნევამ აუწია. ექიმების თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.