„საქართველოს ეროვნული ლეგიონი“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდა
„საქართველოს ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე მოტოქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში გაერთიანდნენ. ამის შესახებ ქვედანაყოფმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„დღეიდან ქართველი მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ „კიევის რუსეთში“ ოფიციალურად გაწევრიანდნენ. ეს ნამდვილი დღესასწაულია“, – აღნიშნულია „ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქართული ლეგიონის“ პრესსამსახურიდან gordonua.com-ს განუცხადეს, რომ ეს „ისტორიული მოვლენაა“. მისი განცხადებით, ქართველებმა პირველი უცხოური ქვედანაყოფი შექმნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. გამოცემის ინფორმაციით, „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“, ძირითადად, აფხაზეთის ომის ვეტერანები შედიან. მისი მეთაური მამუკა მამულაშვილია.