ნოდარ ხადური: დარბაზში ვხედავ „მაესტროსაც“ და „რუსთავი 2“-საც

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებში პოლიტიკურ ზეწოლის მცდელობას გამორიცხავს.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ მოვლენებში ხელისუფლება ჩარეული არ არის.
„მე დარბაზში ვხედავ „მაესტროსაც“ და „რუსთავი 2“-საც და ვერ ვხედავ, რომ მათზე რაიმე პოლიტიკური ზეწოლა ხდებოდეს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ ძალიან გულწრფელად, რომ ხელისუფლება არ არის ჩარეული ამ პროცესებში, ნამდვილად არ არის ჩარეული.
ვინ რა საკითხებით ახდენს სპეკულირებას, ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები