რუსეთის ერთ-ერთ პოლიგონზე აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე ტოცკის სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქიდან აცნობეს.
„წვრთნებისთვის მომზადების დროს სამხედრო მოსამსახურემ ჯერჯერობით დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობას დააბიჯა, რა დროსაც აფეთქება მოხდა“, – განაცხადა ცენტრალური სამხედრო ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იაროსლავ როშუპკინმა.
დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამჟამად ამ ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს.