საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ფაბიუსი ამ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფაბიუსს საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარედ ნიშნავს. საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პოსტზე მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ფაბიუსმა ტელეარხ iTele-ს განუცხადა, ის ძალზე ნანობს, რომ მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა სირიასთან დაკავშირებით საფრანგეთის პოზიცია არ გაიზიარა. პარიზი ჯერ კიდევ 2013 წელს სირიაში, აშშ-ის ჯართან ერთად, სამხედრო ოპერაციის ჩატარების ინიციატივით გამოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები