ყაზახეთში დაკავებულმა ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საჩივარი შეიტანა

ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ ბონდო სტურუამ, რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის სასჯელს იხდის, ყაზახეთის ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა.
სასჯელს, სტურუასთან ერთად, ანდრეი ლიც იხდის. პატიმრები საპატიმრო ადგილებში შექმნილ არაადამიანურ პირობებზე საუბრობენ და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.
სტურუასა და ლის განცხადებით, მათ ეკრძალებათ ლოცვა, ეზოში სეირნობა, არა აქვთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ხოლო ციხის პერსონალი კრიმინალურ ავტორიტეტებს ცუდად ექცევა. ბონდო სტურუას ყაზახეთის სასამართლომ მიმდინარე წლის იანვარში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები