პუტინის „პირდაპირი ხაზი“ წელს 14 აპრილს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „პირდაპირი ხაზი“ წელს 14 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება. „როსიისკაია გაზეტას“ ინფორმაციით კი, ტელეეთერს ახალი წამყვანები გაუძღვებიან, ხოლო თავად გადაცემის შინაარსი არ შეიცვლება.
ამის შესახებ გამოცემას პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შეატყობინა.
მისი თქმით, „პირდაპირი ხაზისთვის“ ტექნიკური მზადება უკვე დაწყებულია. გასულ წელს ვლადიმერ პუტინის „პირდაპირი ხაზი“ ასევე აპრილში გაიმართა. ის, ტრადიციულად, დღის 12 საათზე იწყება და პირდაპირ ეთერში რამდენიმე საათს გრძელდება. პასკოვის თქმით, „პირდაპირი ხაზისთვის“ შეკითხვების გაგზავნა ეთერამდე ერთი კვირით ადრე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები