რომის პაპი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩასვლას გეგმავს
რომის პაპი ფრანცისკე 2016 წლის ბოლოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ამჟამად მედიაში აქტიურად განიხილება მექსიკაში და კუბაში რომის პაპის მომავალი ვიზიტი, რომლის დროსაც ის რუსეთის კათალიკოს-პატრიარქთან, კირილესთან შეხვედრას აპირებს. სომხური მედია კი წერს, რომ ამ ქვეყანაში რომის პაპის ჩასვლამ, შესაძლოა, თურქეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ცოტა ხნის წინ თურქეთის ელჩი ვატიკანში ანკარამ გაიწვია და უკან მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ დააბრუნა. თურქეთის ამ გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია.