ლუჟკოვის თქმით, მოსკოვის მთავრობა მცირე ბიზნესს სასტიკად გაუსწორდა

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის თქმით, რუსეთის დედაქალაქის ხელისუფლება მცირე ბიზნესს გაუსწორდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ლუჟკოვმა ეს მოსკოვში ჯიხურების მასობრივი დანგრევის კომენტირებისას განაცხადა.
სავაჭრო ჯიხურების და პავილიონების მასობრივი დანგრევა მოსკოვში სამშაბათს მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სავაჭრო ობიექტები უკანონოდ არის დადგმული.
მათი ინფორმაციით, სულ 97 სხვადასხვა ზომის ნაგებობის დანგრევა იგეგმება. იური ლუჟკოვი აცხადებს, რომ ზოგიერთი ჯიხურის მეპატრონეს ოფიციალური ნებართვა ჰქონდა და სათანადო საბუთებიც გააჩნია.
„დღეს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაში ამდენი პრობლემაა, დროული არ არის მცირე ბიზნესის წინააღმდეგ ასეთი მოქმედება “ – განაცხადა ლუჟკოვმა. მისი თქმით, მოსკოვის დღევანდელმა ხელისუფლებმს ჯიხურების განადგურება, შეიძლება ითქვას, „იდეა ფიქსად“ აქცია.
ყოფილი მერი ამბობს, რომ ბევრმა ადამიანმა ამ ბიზნესის დასაწყებად ბანკის ვალი აიღო. ზოგიერთმა ბანკში ბინა ჩადო. მოსკოვის მერმა იგორ სობიანინმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ქალაქში მიმდინარეობს იმ შენობების დანგრევა, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩინოვნიკების უკანონო ნებართვით აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები