რუსეთში დედამ შვილი სასიკვდილოდ სცემა
რუსეთის ქალაქ ტომსკში დედამ 7 წლის შვილი სასიკვდილოდ სცემა. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცნობეს.
„წინასწარი ინფორმაციით, 2016 წლის 7 თებერვალს ტომსკის 28 წლის მკვიდრმა შვილი სასტიკად სცემა. სხეულის დაზიანების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით – „მცირეწლოვანის მკვლელობა“.
ეჭვმიტანილი დაკავებულია, მან დანაშაული აღიარა. ამჟამად ამ ფაქტის ყველა დეტალი დგინდება. ჩატარდება ექსპერტიზაც. „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ რუსეთში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა.