ტაივანში მიწისძვრის დროს ჩამონგრეული სახლის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

ტაივანის პოლიციამ ის პირი დააკავა, რომელიც ქალაქ ტაინანში მიწისძვრის დროს ჩამონგრეული სახლის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ნანგრევებში 30 ადამიანი დაიღუპა. სახლის ასამდე ბინადარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სახლის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის სახელი ლინ მინხუია და მისმა კომპანიამ რამდენიმე წლის წინ არსებობა შეწყვიტა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩამონგრეული შენობის კედლებში სიცარიელე აღმოჩნდა, რომელიც ზეთის ცარიელი ქილებით იყო ამოვსებული. ამან ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, ისინი ამ ფაქტის სრულფასოვან შესწავლას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები