თინა ხიდაშელი: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა “მაესტროს” საქმეში

უნდა გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა “მაესტროს” საქმეში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძეს შეხვდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ის მოვლენები, რომელიც შემდეგ “მაესტროში” განვითარდა.
“როდესაც მათი შეხვედრა შედგა, არავინ იცოდა იმ ამბებზე, რაც თურმე “მაესტროში” ხდებოდა. უნდა გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა “მაესტროს” საქმეში. იმ დღეს, რა დღესაც მე დავიწყებ კომენტარის გაკეთებას “მაესტროს” მესაკუთრეებთან, დირექტორებთან, წილებთან დაკავშირებით ჩათვალეთ, რომ დავბრუნდები მიხეილ სააკაშვილის ეპოქაში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები