„მე ვერ ვხედავ, რომ „მაესტროს“ საქმიანობაში ხელისუფლება ერეოდეს“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კომენტარი ტელეკომპანია „მასეტროში“ მიმდინარე პროცესებზე გააკეთა და ტელევიზიის საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა გამორიცხა.
„ყველაფერში შეიძლება დაინახო პოლიტიკური მოტივი, მე არ ვიცი, ვის ვინ ურჩევნია, რომ იყოს „მაესტროში“ წარმართველი, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ მათ საქმიანობაში ხელისუფლება ერეოდეს. ასე ყველაფერი შეიძლება პოლიტიკასთან დავაკავშიროთ. მე არ ვიცი, ვის რა წილი და ვის რა ზეპირი შეთანხმება ჰქონდა ამ ტელევიზიაში, ეს ყველაფერი ალბათ სასამართლოზე უნდა გაირკვეს და ხელისუფლებამ ამისგან მაქსიმალური დისტანცირება უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები