თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურის დანიშვნას თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
გიგა ნიკოლეიშვილი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა.
როგორც გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, გიგა ნიკოლეიშვილი სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობისას სანიმუშო ქცევითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. მან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და სახელმწიფო დაცვის სამსახურშიც მუშაობდა. გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას სხდომაზე მხარი “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” დეპუტატებმა არ დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები