ევროკომისიამ Brent-ის ტიპის ნავთობზე საპროგნოზო ფასი დასწია

ევროკომისიამ Brent-ის ტიპის ნავთობზე 2016 წლის საშუალო საპროგნოზო ფასი თითქმის მესამედით დასწია – ერთ ბარელში 35,8 დოლარამდე. საშემოდგომო პროგნოზით, ევროპელი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ნავთობის ფასი 54,2 დოლარი იქნებოდა.
2017 წლის პროგნოზიც შემცირებულია –  58,8 დოლარიდან 42,5 დოლარამდე დაიწია.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასის დაწევა ყველაზე მძიმედ რუსეთის ეკონომიკაზე აისახება. მიმდინარე წელს ის 1,2%-ით დაიწევს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3,7%-ით შემცირდა.
რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასი 20–40 დოლარის დონეზე შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები