თურქეთმა თავის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი არ შეუშვა

თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან საკუთარ ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის ჩასატარებლად რუსული თვითმფრინავი არ შეუშვა. ამ წესს „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომელიც 1992 წელს ჰელსინკიში იყო ხელმოწერილი.
ანკარა აცხადებს, რომ ფრენის მარშრუტი შეთანხმებული არ ყოფილა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადამკვირვებლო ფრენის განხორციელება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ორმა ქვეყანამ შეათანხმა, ამ შემთხვევაში კი რუსეთის განაცხადზე შეთანხმება არ შემდგარა. რუსეთმა თურქეთის ამ გადაწყვეტილებას „საშიში პრეცედენტი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები