"ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაციამდე 10 დღით ადრე ჩემზე მოხდა თავდასხმა"

   ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაციით არაერთი ძალა იყო დაინტერესებული. მისივე თქმით, საქართველოს ექსპრემიერის გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე, მასზე განხორციელდა თავდასხმა და ერთ-ერთი ვერსიით, ეს ორი ფაქტი ერთსა და იმავე თემას უკავშირდებოდა.
“ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაციით დაინტერესებული იყო პრაქტიკულად ყველა, არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ ეკონომიკური სისტემები. ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაციამდე 10 დღით ადრე ჩემზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთი ვერსიით თემა იყო ერთი და იგივე. ეს იყო ტრანზიტული გადაზიდვების თემა. იმ პერიოდში მე ვასაჯაროდებდი გარკვეულ კორუფციულ სქემებს ტელევიზიით. მაშინ ჯერ კიდევ ტელეკომპანია 202 იყო. ჩემზე თავდასხმის შემდეგ 10 დღეში ხდება თავდასხმა ზურაბ ჟვანიაზე. ეს არის ერთ-ერთი ვერისია, მე არ ვამბობ, რომ ამას რაიმე ბმა აქვს, მაგრამ ეს ვერსიაც იყო. ჟვანია იჯდა აღმოსავლეთ სექტორში და მისი მოშორება, რა თქმა უნდა, იყო საჭირო და ეს საქართველოს ისტორიამაც აჩვენა. ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ არ გვექნებოდა 2008 წელი. მე ამაში ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გადაცემაში “პირველი სტუდია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები