რეზო ამაშუკელი: სააკაშვილი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რადგან კურდღელია

პოეტი რეზო ამაშუკელი პროკურატურაში საქართველოს ექსპრეზიდენტის მოწმის სახით გამოძახების ფაქტს ეხმაურება. „კვირასთან“ ინტერვიუში ამაშუკელმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სააკაშვილი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.
„პროკურატურაში დაიბარეს კი არა, ეგ სარზე უნდა ჩამოაცვან! სააკაშვილმა ქვეყანა გაანადგურა. კიდევ კარგი, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის საკითხზე მუშაობა დაიწყო. თუ არ ჩამოვა, ჩემოდნით ჩამოიყვანენ!  მაგნაირები ჩამოუყვანიათ? მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი კაცი ვარ, ვაღიარებ, რომ შურისმაძიებელი აღმოვჩნდი, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩაიდინა, ამის მოთმენა აღარ შეიძლება! ყველა დანაშაულის თავი და თავი მიხეილ სააკაშვილი იყო. ის არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რადგან კურდღელია.  უგულავა რომ აცხადებს, არ უნდა ჩამოვიდეს მიხეილ სააკაშვილიო, უგულავა არის კოსმიური აფერისტი. ყველა „ნაციონალი“ სისხლშია გასვრილი. ერთი ჯაჭვით არიან გადაბმულები! ახლა მუცლის დიაფრაგმები გაუთხელდათ. ხალხი ამდენს ვეღარ მოითმენს! სახლებიდან გამოათრევენ მაგ უბედურებს.
მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების შესახებ რომ გაიგო, ხალხი აღფრთოვანდა, სუფრები გაიშალა, ისე უხარიათ… ბედნიერების განცდა დაეუფლათ.  „ნაცებს“ ნუ ჰგონიათ, რომ მათ რაიმე იხსნით… ჯაჭვით არიან ერთმანეთზე გადაბმულები  ეს იდიოტები“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები