ახალაია სააკაშვილს მოუწოდებს, დაკითხვაზე არ გამოცხადდეს

  შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმარი ბაჩო ახალაია ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდეს. ამის შესახებ ახალაიას განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“ჩემს მაგალითზე დამტკიცდა, რომ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს და გამოძიებაზე აპელირება ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მთელი სახელმწიფო და, სამწუხაროდ, სასამართლოს ნაწილი გადაქცეულია პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, არ ჩამოვიდეს და არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას და ამით არ მისცეს რუსული გეგმის განხორციელების საშუალება. ვინაიდან სწორედ ასე მოექცა შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას და არ აპატია მას სახელმწიფოს მშენებლობა. და ბოლოს, მალე დადგება დრო, როდესაც ის ხალხი, ვინც დღეს სახელმწიფოს ფუნდამენტს არღვევს და ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით”, – აღნშნავს ახალაია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად 27 მარტს, 13:00 საათზე, დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები