ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა OECD-ის ფისკალურ საქმეთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

პარიზში გამართულ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფისკალურ საქმეთა კომიტეტის (CFA) შეხვედრაში ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა, ლაშა ხუციშვილმა და ლერი ბარნაბიშვილმა მონაწილეობა მიიღეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომა მიეძღვნა საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის სფეროში დაგეგმილ სიახლეებს, კერძოდ, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციისათვის განსახორციელებელ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ ესტონეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელზეც განიხილეს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საგადასახადო საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები