საკრებულოს დეპუტატები თბილისის მეტროს იუბილესთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები თბილისის მეტროს 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
ღონისძიება, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. მიღებას შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე, თბილისის მეტროს თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო ასოციაცია „მეტროს“ და UITP წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს 11 სხვადასხვა ქალაქის მეტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მეტროს გახსნის დღიდან მომუშავე და ერთგული თანამშრომლები დააჯილდოვეს, რომლებსაც საჩუქრად სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს. ამ ეტაპზე თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია, რომლის ფარგლებშიც, 6 სადგურის რეაბილიტაცია, 5 ესკალატორის კაპიტალურად შეკეთება და ასევე 19 ვაგონის მოდერნიზაციაა დაგეგმილი. თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში 1966 წლის 11 იანვარს შევიდა და საბჭოთა კავშირში მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ რიგით მეოთხე მეტროს სისტემა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები