მარნეულში 7 თვის ორსულმა ქალმა მეოთხე შვილი საპირფარეშოში გააჩინა

მარნეულში 7 თვის ორსულმა ქალმა მეოთხე შვილი საპირფარეშოში გააჩინა. „კვირას“ ინფორმაციით, 25 წლის გიუნაი მუსტაფაევას, რომელიც საკუთარი სახლის ეზოს საპირფარეშოში იმყოფებოდა, მშობიარობა დაეწყო, რის შემდეგაც ბავშვი ტუალეტის ჭაში დაახლოებით სამი მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა.
შემთხვევის შედეგად, ორსულის ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა ბავშვის ჭიდან ამოყვანა დროულად მოახერხეს და ჩვილს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით ახალშობილი გოგონა და დედა მარნეულის სამშობიაროში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ სამშობიარო სახლის მთავარმა ექიმმა პაატა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ახალშობილი გოგონა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ის მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
მისი თქმით, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ახალნამშობიარევი კი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
მისივე ინფორმაციით, ქალს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა აღენიშნებოდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები