ფრანსუა ოლანდი ISIS-ის ვიდეომუქარაზე: „ჩვენ ვერაფერი შეგვაშინებს“

ინდოეთში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომუქარას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვერაფერი შეგვაშინებს“, – აღნიშნული კომენტარი ოლანდმა ვიდეომუქარის კომენტირებისას გააკეთა. 18-წუთიანი ვიდეომასალა საფრანგეთის თავდასხმამდეა გადაღებული და მასზე პარიზის თავდასხმაში მონაწილე 9 ტერორისტია ასახული. მასალაში, ასევე, ჩანს, როგორ კლავენ შეიარაღებული პირები მძევლებს და როგორ გადიან მათი მებრძოლები სამხედრო მომზადებას. ასევე, ჩანს პარიზის ის ადგილებიც, სადაც 13 ნოემბერს თავდასხმები განხორციელდა. ვიდეომიმართვის დასასრულს, კადრებში ტერორისტების მორიგი სამიზნეა ნაჩვენები. მასზე ასახულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ხმის მიცემის პროცედურა, რის შედეგადაც ქვეყანა კოალიციურ ძალებს შეუერთდა და სირიაში ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები