სირიაში, ლატაკიაში, ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ლატაკიის პროვინციაში „ისლამურის სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლებული პუნქტი, რაბია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, სამთავრობო არმიამ პროვინციის აღება რუსული ავიაციის მხარდაჭერის შედეგად შეძლო. ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაციებს ნაწილობრივ რუსი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ. ლატაკიის რეგიონის დაქვემდებარება სამთავრობო არმიას თურქეთის საზღვართან დამაკავშირებელი მარშრუტების გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები