ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი გახდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი ესპანეთის წარმომადგენელი პედრო აგრამუნტი გახდა,- ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გარდა პრეზიდენტისა, დღეს გამართულ პლენარულ სესიაზე ასევე, ასამბლეის 16 ახალი ვიცე-პრეზიდენტი, მათ შორის თედო ჯაფარიძეც აირჩიეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი 2018 წლამდე იქნება. პრეზიდენტად არჩევამდე ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. 2 000 წლიდან აგრამუნტი საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წევრია.