ბათუმის საბალეტო სკოლაში მასტერკლასი ჩატარდა

მასტერკლასი ბათუმის საბალეტო სკოლაში. მოსწავლეებს გამოცდილება თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სახასიათო ცეკვის პედაგოგმა ტატიანა ბახტაძემ გაუზიარა. 45-წუთიანი გაკვეთილი მოლდოვურ, უკრაინულ და ესპანურ ცეკვებს დაეთმო.
მასტერკლასი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული გამოცდილების გაღრმავებაა. ტრენინგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები