თეა წულუკიანი: პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ ინტერპარტიულ ჯგუფთან დიალოგის ფორმატი შეიქმნას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრას ესწრებოდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნება დიალოგის ფორმატი, რომელიც ინტერპარტიულ ჯგუფს და მთავრობას მისცემს საშუალებას, მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში იყვნენ.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ინტერპარტიულ ჯგუფთან და პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ მათთან შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც, ერთი მხრივ, ინტერპარტიულ ჯგუფს ამ შემადგენლობით, ან უფრო გაფართოებული შემადგენლობით, როგორც გადაწყვეტენ და მეორე მხრივ, პრემიერს და მთავრობას საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში, რომლის შედეგადაც საარჩევნო პროცესში მიღებული იქნება სხვადასხვა საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემაზე გადაწყვეტილებები. ეს შეთანხმება შედგა და ალბათ, ჯგუფის შეხვედრაც უახლოეს დღეებში დაიგეგმება, პრემიერ-მინისტრის გრაფიკის მიხედვით“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები