გიორგი სოსიაშვილი – ბაჩო ახალაიაზე: წუთების და წამების სიზუსტით ჩატარდა საგამოძიებო პროცესი და ხელის გულზე დაიდო, თუ რა სახის რევოლუციური გეგმის განხორციელების მცდელობას ჰქონდა ადგილი

“წუთების და წამების სიზუსტით ჩატარდა საგამოძიებო პროცესი და ხელის გულზე დაიდო, თუ რა სახის რევოლუციური გეგმის განხორციელების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული ამ რევოლუციის მცდელობაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც დაინახა, რომ გამოძიებას ვეღარ გაუსხლტებოდა, ამ პროცესიდან თავის დაძვრენა სცადა. თავის დაძვრენის ეს მეთოდები მათთვის არახალია. მათ ახასიათებთ, როდესაც ხალხს წააქეზებენ, მიიყვანენ, გააბრიყვებენ და შემდეგ გამოძვრებიან და გვერდზე რჩებიან. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გამართულ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს სუვერენიტეტი, მყარი ინსტიტუტები და თავისთავად ცხადია, რომ ასეთ დაძვრენის მცდელობას სახელმწიფო არავის აპატიებს“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი  ახალაია 25 დეკემბერს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები