სპორტის მინისტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება – „GFF Awards 2025″ გამართა.

როგორც სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი – შალვა გოგოლაძე და ქალაქ თბილისის მერი – კახა კალაძე ესწრებოდნენ.

„2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებშიც:

• 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი – თეონა ბაქრაძე;

• 2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე;

• 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე;

• 2025 წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი;

ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი მედალი – U19 – საბა ხარებაშვილი (ოქრო), გიორგი გვასალია (ვერცხლი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ბრინჯაო).

ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი მედალი – U17- ანდრია ბართიშვილი (ოქრო), ლუკა შარიქაძე (ვერცხლი), საბა ავდოევი (ბრინჯაო).

დაჯილდოების „GFF Awards 2025″ რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, ასევე ქალთა ლიგისა და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.

დაჯილდოების „GFF Awards 2025″ რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, ასევე ქალთა ლიგისა და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა”, – აღნიშნულია სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები