ვოლსკი – ბაჩო ახალაიაზე: თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული

“თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილის მინისტრის, ბაჩო ახალაიას შესახებ განაცხადა.

“ბაჩო ახალაიასაც ზუსტად 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ, ამ ექსტრემისტების გადაადგილების პოზიციები იცვლებოდა. ქვეყნის არევა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ. თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული. რასაკვირველია, გამოძიება თავის მასალებს დადებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები