ზურა აბაშიძე: მიხარია, რომ პრემიერმა ოპოზიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება შეცვალა
მე ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად შეცვალა ოპოზიციისადმი დამოკიდებულება, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის შეხვედრა ოპოზიციასთან წინგადადგმული ნაბიჯია და აბაშიძე მას მიესალმება.
“მე ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად შეცვალა ოპოზიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება, გადადგა ნაბიჯი, რომ შეხვდეს ოპოზიციას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. დანარჩენს რაც შეეხება, არ მინდა განსაკუთრებული მოლოდინი შევქმნა, ვინაიდან საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საკითხის მიმართ. დაველოდოთ მოვლენებს, პრემიერი იმისთვის არის, რომ თავის გუნდთან ერთად ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს და, ვფიქრობ, ეს ქვეყნისათვის მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ იქნება წარმართული”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.