გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, საუბარი საარჩევნო საკითხებს შეეხება.
“შეხვედრის თემა არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნაკლოვანებები კანონმდებლობაში – როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში და ამ ნაკლოვანებების შეცვლის აუცილებლობა. რაც შეეხება მოლოდინს, მე არც ზედმეტი იმედებით მინდა ვიყო აღჭურვილი – რაღაცნაირად გავაფეტიშო და განსაკუთრებული მოლოდინები შევქმნა და არც უიმედობა დავნერგო. თუ პრემიერის და, ზოგადად, კოალიციის მხრიდან იქნება სწორად დანახვა იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება წარმოიქმნას საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაშინ გაუმჯობესება მოხდება და შედეგი დადგება”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები