ბელორუსია საქართველოში საელჩოს ხსნის
2016 წელს ბელორუსიის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში საელჩოს გახსნის.
„დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შესახებ კანონის მე-8 პუნქტის თანახმად, ბელორუსიის მინისტრთა საბჭომ დაადგინა, რომ 2016 წელს საქართველოში საელჩო გახსნას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მინისტრთა საბჭოს საქართველოში ბელორუსიის საელჩოს გახსნის და შენახვის ფინანსური მხარდაჭერა ევალება.