“ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივებს გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი გოჩა ჯამარაული წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” გარდაბანში შუალედური არჩევნებისათვის ადგილობრივებს საკუთარი გამგებლის კანდიდატი გოჩა ჯამარაული წარუდგინა. გარდაბანში მის წარდგენაზე მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძეც იმყოფებოდა.
“ჩვენ გვყავს წარდგენილი გოჩა ჯამარაული, ღირსეული პიროვნება თავისი წარსული ცხოვრებით და დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარდაბნის გამარჯვება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდაბნის გამგებლის კანდიდატმა რაიონის პრობლემებზე ისაუბრა.
“შიდა გზები, წყალი, გაზი, ნაგავი, მაწანწალა ძაღლები – ეს ის ელემენტარული პრობლემებია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, ბიუჯეტი არის მცირე მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა დაგვეხმარება”, – აღნიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები