გიორგი კვირიკაშვილმა და კარიმ მასიმოვმა „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს კარიმ მასიმოვს შეხვდა. შეხვედრა დავოსში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ – მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობები მიმოიხილა, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და კარიმ მასიმოვმა „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები