გიორგი სოსიაშვილი – ახალაიაზე: ამბობს, რომ ორგანიზებას უკეთებდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა
„ამბობს, რომ ორგანიზებას უკეთებდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა,“ – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როგორც კი დაინახა ამ ადამიანმა, რომ გეგმა ვერ განხორციელდა, მაშინვე დაიწყო ხელების შეწმენდა ამ ხალხზე, რომ გამომძვრალიყო ამ საქმიდან და მთელი ამ თავიანთი ჩაფლავების, რევოლუციური მარცხის ისრები ამ ხალხისკენ გადაეტანა“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.