EBRD საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განუცხადა, რომ ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოცულობა 2016 წელს გაიზრდება.

შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

EBRD-ის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბარტს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისა და იმ ინვესტიციებისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები