ქვემო ქართლის პოლიციამ, გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი – 1992 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული, გარდაბანში, საცხოვრებელ სახლებში, სხვადასხვა დროს, ქურდობის მიზნით შევიდა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტექნიკას ფარულად დაეუფლა.

“ჩადენილი დანაშაულებისთვის ფ.ა.-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული,”- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები