მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ აღნიშნული საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამმუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებულია 0,35 ლარი.

განკარგულების მიხედვით, ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები