„მამამ მითხრა, რომ თუკი მას მოკლავდნენ, ამის ინტერესი ექნებოდათ რევაზ ქურასბედიანს და გია უდესიანს“
მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ვაჟის განცხადებით, მამა მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე ესაუბრა. ბესო ხარძიანის თქმით, მამამ მას უთხრა, რომ მისი მკვლელობის ინტერესი გია უდესიანს და რევაზ ქურასბედიანს ექნებოდათ.
“მამამ მითხრა, თუკი მას მოკლავდნენ, ამის ინტერესი ექნებოდათ რევაზ ქურასბედიანს და გია უდესიანს, რომლებმაც მამას კუს ტბა წაართვეს”, – განაცხადა ბესო ხარძიანმა.
მისი ინფორმაციით, მოკლული ბიზნესმენის მიმართ ინტერესი რევაზ ქურასბედიანს და გია უდესიანს იმ მოტივით ჰქონდათ, რომ ბესო ხარძიანმა მათ სასამართლო პროცესი მოუგო.
მოკლული ბიზნესმენის ვაჟი პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია.
ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ორი პირია ბრალდებული: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
დღეს საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც პროკურატურამ საქმის მასალების 9 ტომი წარადგინა. ცხრავე ტომი სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს გაიმართება.