ბესიკ ხარძიანის დედა: ჩვენ გვაინტერესებს, ვინ შეუკვეთა მკვლელობა

ბესიკ ხარძიანის დედა ასმათ ხარძიანი მისი შვილის მკვლელობის საქმის გახსნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოჯახს მხოლოდ ის აინტერესებს, ვინ და რა მოტივით შეუკვეთა მისი შვილის მკვლელობა. ამის შესახებ ასმათ ხარძიანის დედამ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
„ჩვენ გვაინტერესებს ვინ შეუკვეთა მკვლელობა, თორემ ეგ ისედაც ვიცოდით, რომ ვიღაცა უცხოელი მოვიდა და მოკლა, სახლთან მოკლა ბიჭი. ისიც ვიცოდით შეკვეთილი მკვლელობა რომ იყო.
შეიძლება ვიღაცამ შეუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა და ამით კიდევ სხვამ ისარგებლა. დაბნეულები ვართ, ჩვენ ვარაუდიც კი არ გვაქვს. ვარაუდი რომ მქონდეს, ამ ფრჩხილებით ამოვკორტნი თვალებს“, – განაცხადა ასმათ ხარძიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები