გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, “ღორის გრიპით” 20 ჯარისკაცია მოთავსებული

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, ე.წ.  ღორის გრიპის ვირუსით 20 ჯარისკაცია მოთავსებული, მათ შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ნაწილიდან გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჯარისკაცების უმრავლესობას გრიპის ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. მათ შორის ზოგიერთს მაღალი ტემპერატურა აქვს. ჯარისკაცებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
„გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპის ვირუსის სიმპტომებით 20 ჯარისკაცი პრევენციის მიზნითაა მოთავსებული. გუშინ თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის მეთაურებს მითითება მისცა, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ყველა ჯარისკაცს მიემართა სამედიცინო დაწესებულებისთვის. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„კვირას“ ინფორმაციით, ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსთა საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.
ამასთან, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში პრევენციის მიზნით 5 ჯარისკაცია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ზოგიერთი მათგანი სახლში ეწერება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები