ოპოზიციური პარტიების ნაწილი 28 იანვარს დაგეგმილ გარდაბნის მუნიციპალიტეტის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი 28 იანვარს დაგეგმილ გარდაბნის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს,- ამის შესახებ პარტია „ ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
კაციტაძის განცხადებით, ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, არსებული საარჩევნო სისტემა შეცვალოს. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეადგინეს, ყველა პარტიას, იქნება ეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო, მოუწოდებენ, დოკუმენტს შეუერთდნენ.
„ყველა ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის ბოიკოტზე და გადაწყვეტს, ხელისუფლებას მაშველი რგოლი გადაუგდოს, მოხდენს თვითლუსტრირებას და შეფასდება, როგორც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალა. ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, შეასრულოს საკუთარი დანაპირები, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემო“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 პარტია აწერს.
„ახალი მემარჯვენეების“ თამჯდომარის განცხადებით, გარდაბნის რაიონის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას, ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ უშლის. „გარდაბნის რაიონის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას, ხელს უშლის „ნაიონალური მოძრაობა“. ეს არის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთთანამშომლობის ლუსტრირების მორიგი გამოხატულება. ჯერ წინ გვაქვს ერთ კვირაზე ოდნავ მეტი იმისათვის, რომ მარტო დავტოვოთ არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გარდაბანში“,- აღნიშნა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები