ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესახებ იმსჯელებს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებებზე იმსჯელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები დებატებს ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებთან და შეთანხმებებთან დაკავშირებით გამართავენ. დისკუსია სტრასბურგში მოლდავეთსა და უკრაინასაც შეეხება.
21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
ევროპარლამენტში პლენარული სესიები 21 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები