ბიძინა კუჭავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბიძინა კუჭავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყება მზად არის, საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ოფიციალურად ჩართოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.
“პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს. აღნიშნული მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოძიების დასრულებამდე, უშუალოდ გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დარწმუნდნენ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
პროკურატურა აპირებს აქტიურ თანამშრომლობას როგორც ბიძინა კუჭავას ოჯახთან და ადვოკატთან, ასევე ვახტანგ ქირიას ოჯახთან, რათა დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები