პარლამენტი “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს, პარლამენტში გაიმართება.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს. საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ე.წ. სამუშაო შეხვედრა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები