მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
„ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და/ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები და ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
ბიზნესთან ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სუსი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.