პატრიარქი: დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
როგორც პატრიარქმა სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, დღეს მთელი ფიზიკური სამყარო ეკურთხა.
“დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, უხვად ასხუროს ეს ნაკურთხი წყალი და განგვწმინდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ყოვლისაგან ბოროტისა, ანგელოზი მფარველი სუფევდეს საქართველოში, მფარველი ჩვენი ხალხისა და ერისა. დალოცვილი და გახარებული იყავით. დღევანდელ დღეს ასევე ეწოდება განცხადება უფლისა. წმინდა სამება შეგეწიოთ, დღეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული. წმინდა სამება გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები