ე.წ კაბელების საქმეზე, დაცვის მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იაფფასიანი ტყუილებით ცდილობს”

ე.წ. კაბელების საქმის პროკურორის ნინო აღლემაშვილის განცხადებით, ბრალდებულები და მათი ადვოკატები იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
“დოკუმენტის მიხედვით, რომელიც არასრულყოფილად გაავრცელეს ადვოკატებმა, შეთავაზება გაკეთებული აქვს არა კომპანია “დელტა კომს” არამედ სხვა კომპანიას – “დელტა ნეტს”. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ შპს “დელტა ნეტი” არის “დელტაკომისგან” დამოუკიდებლად დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფულადი ანაზღაურების პირობით სარგებლობს “დელტაკომის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით და ინტერნეტ ბაზარზე აქვს განსხვავებული ფუნქციები, ინტერესები და საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა.
შესაბამისად, “დელტა ნეტი”, რომელიც არ არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მესაკუთრე, სამინისტროს სხვის საკუთრებას უფასოდ ვერ შესთავაზებდა. ასეთი შეთავაზება – რაც მოიცავს მაგისტრალის მომსახურებაში გადაცემას, გაკეთებული აქვს თავად დელტაკომს მაგისტრალის მესაკუთრეს. გარდა ამისა, შეთავაზება შეეხება ინტერნეტმომსახურებას, რომელიც საერთოდ არ არის სილქნეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი.
ამდენად, დაცვის მხარის მიერ ბოლო დღეებში საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის აბსოლიტური სიცრუე, რადგან წერილი რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ასე აქტიურად ავრცელებს დაცვა, ეხება სრულიად სხვა კომპანიას, სრულიად სხვა პერიოდს და თვისობრივად სხვა მომსახურებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საქმეში არსებობა გავლენას ვერ მოახდენს საქმის საბოლოო შედეგზე”, – განუცხადა აღლემაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარის მოთხოვნით, საქმეს დაერთო დოკუმენტი, რითიც დასტურდება, თითქოს საქმის ფიგურანტი “სილქნეტი” თავდაცვის სამინისტროს ბევრად იაფფასიან ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებას სთავაზობდა, ვიდრე “დელტაკომი”, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, ეს დოკუმენტი კი საქმეზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები