ძაღლმა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა
„სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო – გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14 იანვარს საბაჟო – გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შესულ ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ს.ვ. მართავდა, რისკის პროფილის საფუძველზე, სამსახურებრივი ძაღლით დათვალიერების შედეგად, 0,54 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის მარნეულის რაიონულ სამმართველოს.